1 . პროექტის სახელწოდება : სოფელი ქსნის უძველესი საგანძური
2 .პროექტის მთავარი იდეა ( თემა ): ისტორიული ძეგლების მოვლა–გაფრთხილება.
3 . პროექტის აქტუალურობა : მოსწავლეებს გამოუმუშაოთ კვლევა–ძიების და სილამაზის აღქმის უნარი ქსნის ციხის მაგალითზე.
4 . პროექტის მიზნები : მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი სოფლის უძველეს ისტორიას,ისწავლიან უძველესი ძეგლების პატივისცემას და სხვასაც გაუზიარებენ შეძენილ ცოდნას.
5 . მონაწილეთა ასაკი : 12 – 13 წლის მოსწავლეები .
6 . ვადები/ხანგრძლივობა : 5 დღე
7 . მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს სოფელი ქსნის არსებობაზე ინტერნეტის მეშვეობით და შექმნიან ბუკლეტებს.
8 . პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი,პრინტერი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფურცლები ან გუაშები,ფოტოაპარატი და სტენდის დაფა .
9 . პროექტის მსვლელიბა ( ძირითადი აქტივობები ) : I დღე – მოსწავლეები ინტერნეტით იძიებენ ქსნის შესახებ ინფორმაციის,სურათებს . ახარისხებენ მოპოვებულ მასალას და პროგრამა power point–ის საშუალებით გააცოცხლებენ ქსნის უძველეს ისტორიას,დაბეჭდავენ პატარა ბუკლეტების სახით.
II დღე – სოფელში გაავრცელებენ საკუთარ შემოქმედებას.
III დღე– შემოწირული თანხით დაგეგმავენ და დაათვალიერებენ ეროვნულ მუზეუმს და იქ არსებულ ექსპონატებს.
IV დღე – მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობას ქსნის ციხეზე,ულამაზესი ძეგლის ნახვისას მათ აღეძვრებათ სურვილი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა,გადაიღებენ უამრავ სურათებს.
V დღე – ამ სურათებით გააკეთებენ სკოლაში სტენდს,რადგანაც სხვებსაც დაანახონ და გამოუმუშავდეთ ისტორიული ძეგლების სიყვარული,პატივისცემა და მოვლის უნარი.
10 . საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია–ხელოვნებასთან.
11 . პროექტის ხელმძღვანელი : თამარ კასრაძე
13 . პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : tamkasradze.blogspot.com