სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანას ‘’ წესდება

სამოქალაქო კლუბ ,, გეორგიანას ‘’ წესდება

ზოგადი დებულებები

წინამდებარე დებულება(შემდ. დებულება) განსაზღვრავს სამოქალქო კლუბის მუშაობის ძირითდ პრინციპებს. საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების უფლება-მოვალეობებს ასევე სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

                                   სამოქალაქო კლუბის  ხედვები

 სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობირების ჩამოყალიბებას სასკოლო საზოგადოებაში ,ისევე თემში.კლუბის წევრებს კარგად უნდა ესმოდეს სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა,რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თვითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.სამოქალაქო განათლების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები იკვეთება: შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება  , ჩართულობისას ფუნქციების გადანაწილება, მონაწილეობა  და ადვოკარიება , ეფექტური დიალოგის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა . ინტერესების და უფლებების დაცვა.ბავშვებს ეძლევათ განვითარების,საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობებიიზრდება ინტერესი კვლევებისადმი  , ნაბიჯ -ნაბიჯ ხდება თეორიულიცოდნის  პრაქტიკულ დონეზე გამოყენებარაც იწვევსმოტივაციის ამაღლებასკლუბური მუშაობა ავითარებსთანამედროვე მოთხოვნების შესაბამის უნარ -ჩვევებს.


                   სამოქალაქო კულუბის მიზნეები და ამოცანები

1. 1.სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
1.2.ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
1.3. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორციელება.
1.4.ინტელექტუალური , სპორტული, ღონისძიებების ორგანიზება.
1.5. კონფერენციები სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება.
1.6.საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.



კლუბში გაწევრიანება

2.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2.2.კლუბის წევრები შეიძლება გახდეს სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები ,რომლებიც იზიარებენ კლუბის მიზნებს.
2.3.კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება  მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან შეთნხმებით.



კლუბის წევრების უფლება-მოვალეობები


3.1.კლუბის წევრებს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბის და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.2. კლუბის ყოველ წევრს აქვს უფლება დამოუკიდებლად დაწეროს პროექტი და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში
3.3.კლუბის ყველა წევრს აქვს უფფლება მონაწილეობდეს კლუბის
სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
3.4..კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.5..კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთნხმების გარეშე.
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობით.
3.7.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე. ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა წინააღმდეგბა კლუბის მიზნებს და უხეშა არღვევს აღნიშნულ წესდების დებულებებს.
3.8.კლუბის წევრი მოვალეა დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.9.კლუბის წევრი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონირებაში.








სამოქალაქო კლუბის ლიდერი

4.1.კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
4.2.კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
4.3.კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და
გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
4.4. კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.5. ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ 
იქნას 2 ვადით.


5.კლუბის ლიდერი საქმიანობა

5.1. წარმართავს კლუბის საქმიანობას;
5.2. ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
5.3. წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
5.4. კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლევადიან სამუშაო გეგმას
5.5. ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
5.6. კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას ,საჭიროებებს და განხორციელების გზებს.



                                                     6. კლუბის მუშაობა

6.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ ორკვირაში  ერთჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;
6.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.


                                                

                                       7დასკვნითი დებულება:


7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრებისგადაწყვეტილებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий