სამოქალაქო კლუბი ,, გეორგიანა“ შეიქმნა ქსნის საჯარო სკოლაში 2012 წელის აპრილში და აქტიურად ფუნქცონირებს დღემდე.იგი შეიქმნა ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების’’ პროგრამის ფარგლებში,რომელსაც ახირციელებდა ორგანიზაცია PH International-ი (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი ,,ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კლუბს
აქვს ლოგო ,დევიზი ( ,,ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე’’), ჰყავს არჩევნების წესით გამარჯვებული
ლიდერი ,მეურვე, აქვს ვებ-გვერდი, სადაც ეტაპობრივად იტვირთება საკლუბო
აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული.გვაქვს შემუშავებული კლუბის წესდება
და კლუბის წევრობის მსურველთა გაწევრიანების
ანკეტა. კლუბ ,, გეორგიანას“აქვს საკლუბო ტექნიკის
კონკურსში მოპოვებული ტექნიკის სრული პაკეტი(ლეპტოპი,პროექტორი,პრინტერი,ვიდეო კამერა,ფოტოაპარატი
, რომელიც დაახლოებით 3000 ლარს შეადგენს),აგრეთვე
კლუბს აქვს მოპოვებული მცირე გრანტების კონკურსში მოპოვებული 450 $ ,რითაც შევიძინეთ
სპორტული ინვენტარი და ხელს ვუწყობთ ჯანსაღი
ცხოვრების წესის სკოლაში.
სამოქალაქო კლუბი აქტიურად მუშაობს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებაში კლუბის კურატორის დახმარებით.მიუხედავად ამისა
მუშაობის მანძილზე გვქონდა დამაბრკოლებელი ფაქტორები
,როდესაც
ზოგჯერ მოსწავლეთა მხრიდან იყო ნაკლები ჩართულობა, ინტერესი.ასევე მათი თავიდან აცილების/აღმოფხვრის
მიზნით გატარებული
ღონისძიებები მოიცავდა კლუბის წევრების შეხვედრების
, მათ თანამშრომლობას,მოტივაციის გაზრდას და წახალისებას.
,,გეორგიანას“ წევრები ერთობლივად ქმნიან კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;ისმენენ კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს; კლუბს აქვს სივრცე და არის შექმნილი ხალისიანი,თანასწორუფლებიანი და ეფექტუტი
გარემო,სადაც კლუბის წევრები ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий